კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის ორგანიზებით 15 დეკემბერს, უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, Majid Al Futtaim Hypermarkets Georgia-ს (კარფური) უპრეცედენტო ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ გაიმართა შეხვედრა.
მოტივირებულ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში თავის დამკვიდრებით და ისწრაფვიან ლიდერობისკენ, სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ დასაქმდნენ საერთაშორისო რითეილერის მენეჯერულ პოზიციებზე.
სტაჟირების პროცესში ერთმანეთთან იქნება შერწყმული თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები.