სწავლება სამაგისტრო სამართლის პროგრამაზე - 2024 წლის გაზაფხული

11 მარტი 2024

 

 

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).

 

მოდულის ავტორია პროფ. ეკატერინე ქარდავა. მოდულს უძღვებიან პროფ. გურანდა ჭელიძე და პროფ. ეკატერინე ქარდავა.

 

მოდულის ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, დაიწყო სრული კურსი ლექციისა „ასოცირების შეთანხმება, კანონშექმომედება და სამართლებრივი აპროქსიმაცია“. კურსი, ჟან მონეს მოდულის ფარგლებში მე-2 წელია ტარდება“. კურსს ხელმძღვანელობს და ლექციებს ატარებს პროფ. ეკატერინე ქარდავა.

 

2024 წლის გაზაფხულის სემესტრზე, საგანზე რეგისტრაცია გაიარა 42 სტუდენტმა. კურსი სავალდებულოა და მას გადის ყველა მაგისტრი სტუდენტი. კურსი დაიყო ორ ჯგუფად. ლექციების განრიგი ასეთია:

 

  • პირველი ჯგუფი (19 სტუდენტი) - შაბათი, 09.00-10.55 საათი.
  • მეორე ჯგუფი (23 სტუდენტი) - შაბათი, 11.15-13.10 საათი.

 

კურსის განმავლობაში სულ უნდა ჩატარდეს 13 ლექცია-სემინარი (პირდაპირი საკონტაქტო საათები), თითო ლექცია - 2 საათი, სულ - 26 საათი, ორივე ჯგუფში კი - 52 საათი. (ზოგადად კურსი მოიცავს 30 საათს, სადაც შედის საგამოცდო პერიოდის საათებიც, კერძოდ, 2 საათი შუალედური გამოცდისათვის, 2 საათი - ფინალური გამოცდისთვის).

 

კურსი მიმდინარეობს შეთანხმებული და დამტკიცებული სილაბუსის მიხედვით (სილაბუსი უკვე ატვირთულია ჟან მონეს მოდულის ვებ-გვერდზე).

 

(„სქრინშოთით“ გადაღებულია პროფ. ეკატერინე ქარდავას ცხრილი, სადაც მე-2 და მე-3 ნომრით ასახულია ზემოაღნიშნული საგნის ორივე ჯგუფის ცხრილი).