პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი
სპეციალობა: ფინანსები
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ფინანსებში
აღნიშნულის მიღწევის მიზნით კურსდამთავრებულებს ექნებათ შემდეგი სახის დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციები:
- ბიზნესის ადმინისტრირების ფუნქციონალური მიმართულებების ღრმა თეორიული ცოდნა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი;
- მმართველობითი ფუნქციებისა და როლების განხორციელებისას კონცეპტუალური, სისტემური და სტრატეგიული ხედვის, მიზნების და ამოცანების ჩამოყალიბების, პრობლემების დანახვის, მათი კომპლექსურად გაანალიზების და არგუმენტირებული დასკვნების საფუძველზე ლოგიკური გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ეფექტური ორაგანიზაციული სტრუქტურის და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბების, გუნდური მუშაობის და ინტერპერსონალური ურთიერთობების ხარისხიანად წარმართვის, დარგობრივი და სხვა სფეროს წარმომადგენლებთან ეფექტური კომუნიკაციის (წერილობითი/ვერბალური)უნარი;
- თანამედროვე ტექნოლოგიების და კვლევის მეთოდების გამოყენებით კვლევების დაგეგმვის და განხორციელების უნარი;
- კონკურენტულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტაციის, კრიტიკული აზროვნების, საკითხებისადმი შემოქმედებითი მიდგომის, თვითგანვითარების, დასახული მიზნების მიღწევის, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის, დროული და ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესის მართვა, განვითარება, ანალიტიკა;
- ფინანსების დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი;
- ფინანსური რეპორტინგი, ანალიზი, პროგნოზირება;
- ბიუჯეტირება და კონტროლი;
- კორპორაციული საბანკო მომსახურება;
- საკრედიტო და საოპერაციო რისკების მართვა;
- სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა და მართვა;
- საოპერაციო პროცესების დაგეგმვა და მართვა;
- ინვესტორებთან ურთიერთობა და ფინანსური რესურსების მოზიდვა;
- ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა;
იხილეთ სამაგისტრო პროგრამის ბროშურა.