ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ბილიმკანას საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის

13 მაისი 2022

4 მაისს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შედგა  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია კავკასიის უნივერსიტეტსა და ბილიმკანას საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლა უზრუნველყოფს ყირგიზი სტუდენტების მომზადებას პედაგოგიკის მიმართულებით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა კავკასიის განათლების სკოლის დეკანმა ალუდა გოგლიჩიძემ. აღნიშნული ცერემონია ჩატარდა ბილიმკანას სკოლების ქსელის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, სადაც დააჯილდოვეს პედაგოგები როგორც ქვეყნის, ისე ბილიმკანას  ქსელის ფარგლებში.

 

ვიზიტის განმავლობაში უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა - ლანა ქევხიშვილმა და ალუდა გოგლიჩიძემ - მოინახულეს ბილიმკანას ქსელის სკოლები, როგორც ბიშკეკში, ასევე რეგიონებში, შეხვდნენ სკოლების წარმომადგენლებს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

 

კერძო სკოლების ქსელი „ბილიმკანა“  10 წლისაა. მის შემადგენლობაში შედის 14 სკოლა  როგორც ქვეყნის, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქსელი მოიცავს 1000-მდე თანამშრომელს, მათ შორის 700-მდე პედაგოგს და 4000-მდე მოსწავლეს.