კავკასიის უნივერსიტეტი
კავკასიის განათლების სკოლა
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა
საჯარო ლექციების ციკლი 2021 - განათლების გამოწვევები
კავკასიის განათლების სკოლამ 2020 წელს ქვეყანაში კორონა ვირუსის პანდემიით შექმნილ ვითარებაზე საპასუხოდ განახორციელა პროექტი - „ციფრული წიგნიერება და დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების გამოწვევები ახალ ქართულ რეალობაში“: ბმული პროექტი გულისხმობდა ციფრული წიგნიერების და იძულებით განათლების სისტემის ონალაინ სწავლების რეჟიმზე გადასვლის გამოწვევებზე საჯარო ლექციების ჩატარებას, რამაც გამოავლინა ასეთი ფორმატის მიმართ განათლების სისტემაში ჩართული ადამიანების ინტერესი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
კავკასიის განათლების სკოლამ, აღნიშნულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნივერსიტეტის მესამე მისიის ფარგლებში, 2021 წლის 9 -28 ივლისის პერიოდში განახორციელა პროექტი „საჯარო ლექციების ციკლი 2021 - განათლების გამოწვევები“. ფორმატი შერჩეული იყო სწორედ უნივერსიტეტის მესამე მისიის დანიშნულებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს უნივერსიტეტის მიერ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, საზოგადოების სამსახურს.
საჯარო ლექციები პირველ რიგში განკუთვნილი იყო კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის განათლების სკოლის, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის, მაგრამ მასში მონაწილეობის საშუალება მიეცათ პედაგოგიკით დაინტერესებულ აბიტურიენტებს, პრაქტიკოს პედაგოგებს, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და განათლების პოლიტიკით დაინტერესებულ პირებს.
საჯარო ლექციები წარიმართა ონლაინ ფორმატში, ზუმის პლათფორმის გამოყენებით, რომელთა მოდერირებას უზრუნველყოფდა ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, კავკასიის განათლების სჯოლის დეკანი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ლექციები ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
საჯარო ლექციების სპიკერები, თემატიკა და განრიგი
09.07.2021
„განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა“
ეკა დგებულაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
https://drive.google.com/file/d/1KteAk2w-i9-HpwOOM1gUrjHim7ISy9Et/view?usp=sharing
12.07.2021
„განათლება და სოციალური პოლიტიკა“
სიმონ ჯანაშია - განათლების დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი.
https://drive.google.com/file/d/1zkrS_VAPbE53d57G2d933RoMgQ4-HcAU/view?usp=sharing
14.07.2021
„ემოციური ინტელექტი მოსწავლეთა წარმატების ფაქტორი“
სალომე ჩიტორელიძე - განათლების მკვლევარი, საქართველოს ჰუმანური განვითარების ცენტრის პროგრამების დირექტორი
https://drive.google.com/file/d/1UCVhn6VhLbIHENmdxfSiVjXVIxcLS2oW/view?usp=sharing
16.07.2021
„მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და წიგნიერების განვითარების შესაძლებლობები ოკუპირებულ აფხაზეთში“
შალვა ტაბატაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
https://drive.google.com/file/d/18Wz9TjN38jtThnEmDqaptQjg343e10iz/view?usp=sharing
19.07.2021
„ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებები მომავალი თაობის წინაშე და რემედიაციული სწავლება“
ლალი ბერიშვილი - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტი
https://drive.google.com/file/d/1kqGNQ5rjQfYWlGivusOAJ6GfxSSenjfF/view?usp=sharing
21.07.2021
„მასწავლებელთა ავტონომია - შესაძლებლობები და რისკები“
ქეთი ჩაჩხიანი - განათლების მკვლევარი, არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი
https://drive.google.com/file/d/1GzJK68je2wFGsI81syY-V4oBGYrPU97D/view?usp=sharing
23.07.2021
„კრეატიულობა, ინოვაციურობა და ინტელექტუალური საკუთრების სწავლება სკოლებში“
პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, წიგნიერების ექსპერტი, „თიმბოუთის“ დამფუძნებელი.
https://drive.google.com/file/d/1K2CYdeEpbRImUyi8CKgDfgTuQCVbqQoF/view?usp=sharing
26.07.2021
„განათლება და შრომის ბაზარი“
ლილი ბიბილაშვილი - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, HR პროფესიონალთა გილდიის დირექტორი
https://drive.google.com/file/d/17y8Mi9m8oUmRH1jlU9YdBZT0l9351Z1e/view?usp=sharing
28.07.2021
„ქვეყნის კონკურენტუნარიანობა და განათლების გამოწვევები“
ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის აკადემიური ხელმძღვანელი.