განათლების სკოლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - 2023

18 მაისი 2023

17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა განათლების სკოლის რიგით მეორე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მთავარ თემად შერჩეული იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციები.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.

 

აღნიშნული კონფერენციის მიზანი გახლდათ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და ახალგაზრდებში სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.

 

სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის წევრების მიერ შეირჩა შემდეგი ნაშრომები:

 

  • I ადგილი - ეკა შავაძე და სევდა ნურიევა

თემა: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლების და მოსწავლეების ენობრივი ბარიერების კვლევა მულტილინგვურობის კომპეტენციის პრიზმაში.

  • II ადგილი - ლელა შანიძე

თემა: წიგნიერების კომპეტენციის შესახებ ინფორმირებულობის და პრაქტიკაში დანერგვის შესწავლა.