სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

29 აპრილი 2022

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „ეკონომისტი“ გამოქვეყნდა სტატია „COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები“.

 

ნაშრომის ავტორებია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი გიორგი მახარაშვილი.

 

ჟურნალი ეკონომისტი ინდექსირებულია ERIHPLUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში;

 

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, რომელიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, განაპირობა საზოგადოებისა და ეკონომიკის მრავალი გამოწვევა. ნაშრომში განხილულია პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება სტუდენტების და პედაგოგების პერსპექტივიდან. ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა  თვით ადმინისტრირებადი, ონლაინ  კითხვარის გამოყენებით. რესპოდენტების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზს, რადგან იგი უკეთ ითვალისწინებს ცალკეული საგნების სპეციფიკას და თავად სტუდენტების არჩევანის შესაძლებლობას. ხარვეზებიდან დასახელდა შეზღუდული კომუნიკაცია, ტექნიკური წვდომის სირთულეები, ინტერნეტთან წვდომის დაბალი ხარისხი და გაუმართაობა, გართულებული სოციალური ურთიერთობები. მიზანშეწონილია უნივერსიტეტების აუდიტორიების აღჭურვა საჭირო ტექნიკური შესაძლებლობებით და ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომლებიც საშუალებას მისცემს სტუდენტს თავად გადაწყვიტოს ლექციაზე აუდიტორიაში დასწრება ან ონლაინ რეჟიმში ჩართვა.

 

კვლევა ჩატარდა საუნივერსიტეტო გრანტის ფარგლებში.

იხილეთ სტატიის ბმული: http://ekonomisti.tsu.ge/?cat=nomer&leng=ge&adgi=677

ვერულავა თ. შენგელია კ. მახარაშვილი გ. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების გამოწვევები. ეკონომისტი, 2022; 1.