ჯანდაცვის პოლიტიკის ფორუმი „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“

29 მაისი 2021

 

27 მაისს კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანდაცვის პოლიტიკის ფორუმი „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“. იგი მიეძღვნა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (გრანტი FR1 7_1 01) შედეგებს. 

 

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა თენგიზ ვერულავამ წარმოადგინა ანგარიში პროექტის მიზნების, ამოცანების, შედეგების, ძირითადი მიღწევების შესახებ.

 

პროექტი მიზნად ისახავდა პირველადი ჯანდაცვის სისტემის კომპლექსურ შესწავლას საქართველოში, მისი როლის დადგენას ჯანმრთელობის კაპიტალის ფორმირებაში, ყველა იმ ძირითადი პრობლემის გამოვლენას, რომელიც საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ფუნქციონირების პროცესში არსებობს და ხელს უშლიას მის განვითარებას. დამუშადა კანადის ჯანმრთელობის ინფორმაციის ინსტიტუტის მიერ შექმნილი პირველადი ჯანდაცვის ეფექტურობის შეფასების 105 ინდიკატორი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის პოლიტიკის შემუშავების და დაგეგმვის ხელშეწყობისათვის, მისი ეფექტურობის შეფასებისათვის, ხარისხის გაუმჯობესების ასამაღლებლად და მიღებული შედეგების გასაზომად.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო თანამშრომლობა ლა ტრობეს უნივერსიტეტის (მელბურნი, ავსტრალია) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან, მის წარმომადგენელ ლეილა კარიმთან, რომელიც მუშაობს სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხებზე. იგი პროექტის სამეცნიერო კონსულტატია. გასათვალისწინებელია, რომ პირველადი ჯანდაცვის სისტემის ავსტრალიის გამოცდილება მთელ მსოფლიოშია აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო. 

 

ლა ტრობეს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლასთან აქტიური და პროდუქტიული თანამშრომლობის შედეგად კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ ვერულავა აირჩიეს ამავე უნივერსიტეტის საპატიო მკვლევრად. (Honorary Research Fellow) https://scholars.latrobe.edu.au/tverulava/about

 

პროექტის ფარგლებში გამოიცა თენგიზ ვერულავას მონოგრაფია „პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში“. 

მონოგრაფია იხილეთ ბმულზე.  

 

მონოგრაფიას სამაგისტრო და საბაკალავრო კურსების სახელმძღვანელოდ გამოიყენებენ.

პროექტის ფარგლებში საერთაშორისო იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომები:

  • Tengiz Verulava, Beka Dangadze. Health Capital and Economic Growth: Evidence from Georgia. The Open Public Health Journal. 2018; 11:401-406. 

https://benthamopen.com/FULLTEXT/TOPHJ-11-401

  • Tengiz Verulava, Revaz Jorbenadze, Beka Dagadze, Ekaterine Eliava. Access to Ambulatory Medicines for the Elderly in Georgia. Home Health Care Management & Practice, 2019; 31(2): 107-112. https://doi.org/10.1177/1084822318806316

 

  • Tengiz Verulava. Health Capital, Primary Health Care and Economic Growth. Eastern Journal of Medicine. 2019; 24 (1): 57 – 62; 

https://eastjmed.org/jvi.aspx?pdir=ejm&plng=eng&un=EJM-35762&look4=

  • Tengiz Verulava, Dali Beruashvili, Revaz Jorbenadze, Ekaterine Eliava. Evaluation of patient referrals to family physicians in Georgia. Family Medicine & Primary Care Review 2019; 21(2):180-183; DOI: https://doi.org/10.5114/fmpcr.2019.84555
  • Tengiz Verulava, Beka Dangadze, Revaz Jorbenadze, Ana Lordkipanidze, Leila Karimi, Ekaterine Eliava, Tamar Maglakelidze. The Gatekeeper Model: patient’s view on the role of the family physician. Family Medicine & Primary Care Review. 2020; 22(1): 75–79, doi: https://doi.org/10.5114/fmpcr.2020.92511
  • Tengiz Verulava, Revaz Jorbenadze, Leila Karimi. Patients’ perceptions about access to health care and referrals to family physicians in Georgia. Archives of the Balkan Medical Union. 2020; 55(4): 642-650. https://doi.org/10.31688/ABMU.2020.55.4.11

 

პროექტის შედეგები წარდგენილ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.

 

მოკლე რეზიუმე იხილეთ ბმულზე.