გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Acta Scientiarum - Education გამოქვეყნდა კახა შენგელიას, თენგიზ ვერულავას და გიორგი მახარაშვილის სტატია Challenges of distance learning at the universities of Georgia during the covid-19 pandemic''.
ჟურნალი Acta Scientiarum - Education ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
სტატიის ბმული.
სტატიის PDF სრული ვერსიის ბმული.
დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, რომელიც COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა, განაპირობა საზოგადოების, ეკონომიკის, განათლების სისტემის მრავალი გამოწვევა.
ნაშრომში განხილულია პანდემიის შედეგად დისტანციური სწავლების შეფასება. კვლევამ აჩვენა დისტანციური და აუდიტორული სწავლის მეთოდების სინთეზის უპირატესობა.