პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში

20 ოქტომბერი 2021

საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში Siriraj Medical Journal გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „Access to Healthcare as a Fundamental Right or Privilege?“ („ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა - ფუნდამენტური უფლება თუ პრივილეგია?“). 

Verulava, T. (2021). Access to Healthcare as a Fundamental Right or Privilege?., 73(10), 721-726. https://doi.org/10.33192/Smj.2021.92

ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

ნაშრომის ავტორია თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი.

სტატიის მოკლე აღწერა:

ჯანმრთელობის დაცვის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლითაც მიიღწევა ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ჯანმრთელობის სერვისები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, რადგან მისი სოციალურ-ეკონომიკური ბუნების გამო, მასზე მოთხოვნა ხშირად ატარებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც და მოითხოვს მომხმარებელთა სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ისეთი თავისებურებები, როგორებიცაა: რისკი და გაურკვევლობა, არასრული ინფორმაცია, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოება, განაპირობებს სამედიცინო ბაზარზე ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. ევროპის ქვეყნებში, სადაც ინდივიდის ფინანსური წვლილი ჯანდაცვაში არ არის დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის რისკზე, მოქმედებს უნივერსალური, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი, რომელიც ფარავს მთელ მოსახლეობას. ადამიანი უმაღლესი სოციალური ერთეულია, რომლისთვისაც, ჯანმრთელობის დაცვა უფლებად და არა პრივილეგიად განიხილება არამხოლოდ ჰუმანისტური და ეთიკური მიზეზებით, არამედ პრაგმატული, უტილიტარული მიდგომების გამოც, რადგან უნივერსალური ხელმისაწვდომობას სარგებელი მოაქვს როგორც ინდივიდისათვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდას.

 

სტატია იხილეთ ბმულზე 

სტატიის PDF ვერსია იხილეთ ბმულზე