თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში

9 ივნისი 2022

 

საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “International Journal of Infertility & Fetal Medicine“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო სტატია „Fertility Awareness and Knowledge among Infertile Women in Georgia: A Cross-sectional Study“.

სტატიის ლინკი: https://www.ijifm.com/abstractArticleContentBrowse/IJIFM/13/13/2/28003/abstractArticle/Article

სტატიის სრული, PDF ვერსიის ლინკი:

https://www.ijifm.com/doi/IJIFM/pdf/10.5005/jp-journals-10016-1284

ჟურნალი International Journal of Infertility & Fetal Medicine ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

 

ნაშრომში განხილულია უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემები, უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების ინფორმირებულობის, დროული მიმართვიანობის და ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხები. უშვილობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე, ასევე სოციალურ მოვლენებზე. უშვილობის მკურნალობასთან დაკავშირებულ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს პაციენტების დაგვიანებით მიმართვა ექიმთან, ქალთა რეპროდუქციული განათლების დაბალი დონე. მიზანშეწონილია უშვილობის მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, მასიური პროფილაქტიკური გამოკვლევები, რათა მოხდეს მსგავსი დაავადებების დროული გამოვლენა და ადეკვატური მკურნალობა.