19-22 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. კომისიის წინაშე 72 სტუდენტი წარსდგა.
დაცვაზე წარდგენილი იყო ისეთი პრობლემური და აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის გრძელვადიანი ტრენდის შეფასება; ციფრული ეკონომიკა საბანკო სექტორში და მისი პერსპექტივები საქართველოში; ეკონომიკური გადახურების ინდიკატორების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი საქართველოს მაგალითზე; ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოში; კლიმატის ცვლილების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და სხვა საინტერესო თემები.
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი - იოსებ ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი - ნინა მირუაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - ვანო ბენიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის პროფესორი - მაია გონაშვილი, ეკონომიკის სკოლის ასისტენტ-პროფესორები - მარიამ ხარაიშვილი, ცოტნე მარღია და სოფიო ოგბაიძე. ასევე, მოწვეული ლექტორები: მინდია კაჭარავა, ირაკლი მაკალათია, ნათია გიგაური. დაცვას, ასევე ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და დაინტერესებული პირები.