კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის ჟან მონეს კათედრასა და ციურიხის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობით, 2019 წლის შემოდგომის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეთავაზებული იქნება სასწავლო კურსი "ევროპული ინტეგრაცია საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების კონტექსტში" (European Integration in the context of EU – Georgia Association Agreement).
კურსი შეიმუშავა ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორმა, ევროპის ინსტიტუტის დირექტორმა ანდრეას კალერჰალსმა. კურსი ეძღვნება ევროკავშირში ინტეგრაციის აქტუალურ პროცესებს, ტენდენციებს და მიმართულებებს. კურსი ინფორმაციას აწვდის სტუდენტებს რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორული პოლიტიკის შესახებ, როგორიცაა ინტეგრაცია და ინტეგრაციის სხვადასხვა ფორმატები, ინტეგრაციის ისტორია და ევროპული ფასეულობები, საგარეო ურთიერთობები და სექტორული პოლიტიკები: ევროკავშირის ციფრული პოლიტიკა, ევროკავშირის ბიზნეს სამართალი.
ვინაიდან კურსს უძღვება ევროპის ინსტიტუტის ხუთი ლექტორი/მკვლევარი, კურსი არის ინტენსიური (გრძელდება 4 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ). კურსის გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ სრულ 5 კრედიტს.
კურსი გახსნილია საუნივერსიტეტოდ და სულ არის 25 ადგილი.