სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტური კონფერენცია

26 ივნისი 2020

26 ივნისს კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის XI სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

 

სახელმწიფო მართვის სკოლის შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია ეძღვნება სტუდენტების აკადემიური-კვლევითი უნარების განვითარებას და  პროფესიული სპეციალიზაციის ხელშეწყობას. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო ურთიერთობისა და საჯარო მმართველობის აქტუალური მიმართულებების გაშუქება და სტუდენტების წახალისება, ჩაერთონ აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.

 

კომისიის წევრები:

 

ეკა აკობია - სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

გიორგი გოგუაძე - სახელმწიფო მართვის სკოლის ასისტენტ-პროფესორი

გვანცა აბდალაძე - სახელმწიფო მართვის სკოლის მოწვეული ლექტორი

 

ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა სამი საუკეთესო კვლევითი ნაშრომი:

 

I ადგილი - ნინო ოქროაძე

თემა: „საქართველო-ევროკავშირის DCFTA-ის გავლენა ვაჭრობასა და ინვესტიციებზე“

 

II ადგილი - ანა ასლამაზაშვილი; ანი შანიძე

თემა: „კიბერტერორიზმი: ISIS-ის თავდასხმები და საერთაშორისო პასუხი“

 

III ადგილი - ნიკა აბულაძე და ზურაბ ახობაძე

თემა: „შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების როლი საერთაშორისო სისტემაში და პერსპექტივები საქართველოსთვის“.

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: რევაზ ჭითანავა, გიორგი კოტრიკაძე და დავით გელაძე.