კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ალექსანდრე რონდელის წიგნის - „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ 40 ეგზემპლარი შეემატა

21 მაისი 2018

21 მაისს, ალექსანდრე რონდელის მემკვიდრის, მარიამ რონდელის გადაწყვეტილებით, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) დაცული ალექსანდრე რონდელის წიგნის - „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ (2003) 40 ეგზემპლარი გადაეცა.

 

ალექსანდრე რონდელი (1942 - 2015) საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინისა და თანამედროვე ქართული საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სკოლის  ერთ-ერთი ფუძემდებელი და გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ნაშრომები „შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში“ და „პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში“ წარმოადგენს ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ და საერთაშორისო სისტემაში საქართველოს ადგილის, როლისა და სუვერენული უფლებების გააზრებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ინტელექტუალურ და აკადემიურ განაცხადს.

 

დღემდე, საქართველოს არაერთ უამაღლეს სასწავლებელში საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სტუდენტები სპეციალობას ამ ფუნდამენტური, ქართულენოვანი სახელმძღვანელობის დახმარებით ეუფლებიან, ხოლო ალექსანდრე რონდელის ღვაწლი და საჯარო მემკვიდრეობა წარმოადგენს პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან გზამკვლევს საქართველოში საერთაშორისო ურთიერთობებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის.