25 ივნისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია 7 წლის ვადით მიენიჭა.
დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი პრინციპების, პროცესებისა და თეორიების საფუძვლიანი ცოდნა; აცნობიერებს სპეციალობის ინტერდისციპლინურ ბუნებას და აქვს მომიჯნავე დისციპლინების ფართო ცოდნა; ესმის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერული შესწავლის მნიშვნელობა და გააჩნია დარგისთვის დამახასიათებელი კვლევითი და პრაქტიკული უნარები.