სახელმწიფო მართვის სკოლის ელექტრონული პუბლიკაცია

20 აპრილი 2021

მიმდინარე წლის აპრილში გამოიცა სახელმწიფო მართვის სკოლის ელექტრონული პუბლიკაცია „საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული სკოლები: ძირითადი ლიტერატურა და თანამედროვე კვლევითი დღის წესრიგი“.

 

გამოცემა ეძღვნება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიის რაობას და მოწინავე თეორიების: ნეორეალიზმის, კონსტრუქტივიზმის, ლიბერალიზმისა და უსაფრთხოების კვლევების მიმოხილვას. 

 

გამოცემის იდეა სადოქტორო კურსი - „საერთაშორისო ურთიერთობების თეორია“ ფარგლებში შემუშავდა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკა აკობია უძღვება. პუბლიკაციის მომზადებაზე იმუშავეს საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტებმა.

 

სკოლა მიესალმება საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის ლექტორებისა და სტუდენტების შემდგომ აქტიურ ჩართულობას სამეცნიერო კვლევით პროცესში და სკოლის პუბლიკაციათა სერიის თემატურ და შინაარსობრივ გაფართოებას.