სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG)

28 ივლისი 2021

 

23 ივლისს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე. 

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალით: ეკა აკობია, დეკანი, ასოცირებული პროფესორი, სერგი კაპანაძე, მოწვეული პროფესორი, თამარ ჩარკვიანი, ასოცირებული პროფესორი, ემირ ეთერია, ასოცირებული პროფესორი, გიორგი ცხადაია, ასოცირებული პროფესორი. 

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა

 

  1. გიორგი გიგაური - ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციაზე უარის თქმა, უკრაინის უსაფრთხოების ხელმყოფი თუ გარანტორი“

ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი.     

   

  1. დემეტრე რუხაძე - ,,ჩინეთის გაცემული სესხებისა და ფინანსური დახმარებების გავლენა აფრიკის რქის რეგიონის დემოკრატიზაციაზე“ 

ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, ასოცირებული პროფესორი.

 

  1. ირაკლი სილინი - ჩინეთის ენერგეტიკული სტრატეგია აფრიკაში - გზა მსოფლიო ჰეგემონობისაკენ“ 

ხელმძღვანელი:  ნანა ფირცხელანი, მოწვეული ლექტორი.

 

  1. თინათინ ცერცვაძე - საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკა შავი ზღვის მიმართულებით“ 

ხელმძღვანელი:  სერგი კაპანაძე, პროფესორი.

 

  1. თემურ მგელაძე - აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აღმოჩენილი ენერგეტიკული რესურსების გავლენა რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებზე“ 

ხელმძღვანელი:  ნანა ფირცხელანი, მოწვეული ლექტორი.

 

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა

 

  1. მარიამ ლომაძე - ,,სამოქალაქო ჩართულობა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობაში“ 

ხელმძღვანელი: თამარ ჩარკვიანი, ასოცირებული პროფესორი.