8 თებერვალს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წევრების წინაშე.
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის აკადემიური პერსონალი: ეკა აკობია, სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი; თამარ ჩარკვიანი, ასოცირებული პროფესორი; გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი; ემირ ეთერია, ასოცირებული პროფესორი; გიორგი ცხადაია, ასოცირებული პროფესორი; პაატა სირბილაძე, ასისტენტ პროფესორი; შორენა კახიძე, პროფესორი.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
- რევაზ შიოშვილი - „საზოგადოებრივი მახასიათებლების გავლენა რუსული დეზინფორმაციის მიღებაზე და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების რელევანტურობა საქართველოსთან“.
ხელმძღვანელი: გიორგი მუჩაიძე, ასოცირებული პროფესორი.
საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
- სალომე ძნელაძე - ,,პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში - სოციალური მედიის როლი პოლარიზაციის პროცესში“ .
ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, ასოცირებული პროფესორი
- გიორგი ძნელაძე - ,,სახელმწიფო ელექტრონული სერვისების განვითარების დონე საქართველში“ .
ხელმძღვანელი: პაატა სირბილაძე, ასისტენტ პროფესორი.
- ოთარ წაქაძე - ,, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები და მათი იმპლემენტაცია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე“.
ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, პროფესორი.
- ნინო ჯავახიშვილი - ,,საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის გავლენა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებაზე” პრეზენტაცია;
ხელმძღვანელი: ემირ ეთერია, ასოცირებული პროფესორი.