18 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლაში საერთაშორისო ურთიერთობებით, პოლტიკის მეცნიერებითა და საჯარო მმართველობით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "მოლაპარაკებების ხელოვნება“.
ტრენინგს გაუძღვა სახელმწიფო მართვის სკოლის პროფესორი,სხვადასხვა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ინტელექტ კლუბი „რა, სად, როდის“ მოაზროვნე, დოქტორი სერგი კაპანაძე.
ტრენინგის ფარგლებში აბიტურიენტებმა მიიღეს მოლაპარაკებების სხვადასხვა სტრატეგიებისა და თეორიის შესახებ ინფორმაცია. ასევე, მონაწილეობა მიიღეს სიმულაციურ თამაშში, რომლის დროსაც უშუალოდ მოუწიათ კონკრეტული საკითხის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება და დასახული მიზნების მისაღწევად ერთმანეთს შორის მოლაპარაკებების გამართვა.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სახელმწიფო მართვის სკოლის სერტიფიკატები.