კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის დავით თინიკაშვილის სტატია აღმოსავლეთის პონტიფიკალურ რეფერირებად ჟურნალში

23 სექტემბერი 2022

საერთაშორისო რეფერირებადმა ჟურნალმა „Orientalia Christiana Periodica”, რომელსაც აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტი (რომი, იტალია) გამოსცემს, 2022 წელს გამოაქვეყნა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის დავით თინიკაშვილის სამეცნიერო სტატია - "პატრიარქ ბესარიონის ქართული ანტიკათოლიკური ტრაქტატი: პოლემიკური პათოსი და თეოლოგიური არგუმენტები" (An Anti-Catholic Georgian Treatise by Patriarch Bessarion: Polemical Pathos and Theological Arguments).

 

სტატიაში გაანალიზებულია მე-18 საუკუნეში დაწერილი უნიკალური სისტემატური ქართულენოვანი ტრაქტატი, რომლის ავტორიც ლათინური წესის კათოლიკურ დოქტრინალურ იდეებს აკრიტიკებს. აღნიშნული ნაშრომი პირველი და უკანასკნელია ქართული ლიტერატურის ისტორიაში. ამგვარი მოცულობისა და შინაარსის სხვა მსგავსი ქართულენოვანი ნაშრომი არ მოიპოვება, რადგან, ზოგადად, ქართველები არ იზიარებდნენ ბერძნების ანტილათინურ პოზიციასა და სულისკვეთებას. ბესარიონ ორბელიშვილის აღნიშნული ტრაქტატი შეიცავს მნიშვნელოვან შეცდომებსა და უზუსტობებს, რაც წარმოჩენილი და განხილულია სტატიაში.

 

ჟურნალის ვებ-გვერდი (იხ. ნომერი, 88, 2022): https://www.orientaliachristiana.it/orientalia-christiana-periodica.htm