ლექცია თემაზე - „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო“

10 მაისი 2019

10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლისთავთან და ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, გაიმართება ღია ლექცია თემაზე -  „ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და საქართველო“.  ლექციას გაუძღვა AA/DCFTA-ის ექსპერტი, ასოციაცია „ევროპის დროით“ თავმჯდომარე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა.  

 

ლექციაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

 

  1. აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნები - ევროკავშირის ამბიციური პროექტი
  2. აღმოსავლეთ პარტნიორობის რუკა და აღმოსავლეთ პარტნიორების როლი ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში
  3. აღმოსავლეთ პარტნიორობის დახმარების ინსტრუმენტები და დაფინანსების პოლიტიკა
  4. საქართველოს ადგილი და მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში
  5. ასოცირების შეთანხმებები - აღმოსავლეთ პარტნიორობის პროდუქტი და ევროკავშირის ამბიციური შეთავაზება აღმოსავლეთ პარტნიორებს
  6. პარტნიორობა მობილურობისათვის
  7. საქართველო, AA/DCFTA და ევროკავშირი
  8. ასოცირების შეთანხმების მსოფლმხედველობა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებასთან დაკავშირებით (პოლიტიკური ასოცირება; სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზარზე; მდგრადი განვითარება; სამართალი, აღსრულება და ადმინისტრირება - რეალური ინტეგრაცია)