ოლიმპიადაში, რომელიც ორ ტურს მოიცავდა, მონაწილეობდნენ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები. პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა 4-მა კონკურსანტმა. ორი ტურის შედეგების მიხედვით ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I - ანი კელაურიძე, 21-ე საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;
II - ნატა ქორიძე, 21-ე საჯარო სკოლა, მე-12 კლასი;
III - გიორგი კოლხიდაშვილი, 126-ე საშუალო სკოლა, ვალდორფის თავისუფალი სკოლა, მე-11 კლასი.
ოლიმპიადაში გამარჯვებულები ერთი სემესტრის განმავლობაში მთლიანად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან გერმანული ენის კურსის საფასურისგან.
გერმანული ენის ოლიმპიადა
11 იანვარი