კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა-წერეთელმა მონაწილეობა მიიღო ფსიქოლოგიის ევროპული კონგრესის მუშაობაში, რომელიც 3-6 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბრაიტონში ჩატარდა. კონგრესზე მან იელის უნივერსიტეტის ფსიქიატრიული განყოფილების მკვლევართან,ანა მახარაშვილთან ერთად წარადგინა მოხსენება სახელწოდებით - The Effect of Different Parenting Styles on the Expression and the Severity of Childhood ADHD in the Country of Georgia.
მოხსენება მომზადდა საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო კვლევის ფარგლებში, რომელიც იელის უნივერსიტეტის ინიციატივით ტარდება და რომელშიც მაია მაჭავარიანი-წერეთელი კავკასიის უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობს.
ფსიქოლოგიის ევროპული კონგრესი არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სამეცნიერო ღონისძიება, რომელიც ევროპის მასშტაბით 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და რომელზეც თავს იყრის 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი.
ვიზიტი განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.