საბაკალავრო ნაშრომების დაცვა - CSH-ში

22 ივლისი 2021

16 და 19 ივლისს კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ჩატარდა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა.

 

ევროპისცმოდნეობის და ისტორიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებმა საბაკალავრო ნაშრომები ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებზე წარადგინეს როგორებიცაა:

 

  • აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა კულტურის სფეროში და საქართველო
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური ასპექტები
  • ქალთა პოლიტიკური ემანსიპაცია საქართველოში გაზეთის „ხმა ქართველი ქალისა“ მიხედვით
  • სტრასბურგის გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე
  • სამხრეთ კავკასიური მილსადენი და მისი მნიშვნელობა ევროპისათვის
  • ევროკავშირის ერთიანი ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირების პროცესები 21-ე საუკუნეში.
  • საქართველოს ენერგო-სატრანზიტო ფუნქციების გავლენა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებზე.
  • ევროკავშირისა და რუსეთის პოლიტიკა საქართველოში 2008 წლიდან დღემდე
  • საქართველო - ევროკავშირის ენერგეტიკული ურთიერთობების მთავარი გამოწვევები ასოცირების შეთანხმების ფარგლებში
  • ევროკავშირის მდგრადი განვითარების 20/20/20 სტრატეგია - სოლიდარობისა თუ დაპირისპირების ინსტრუმენტი
  • ემიგრაცია ევროპიდან ჩრდილოეთ ამერიკამდე
  • საქართველო - ევროკავშირის შორის შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა
  •  ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ევროპაში“
  • სატირულ-იუმორისტული ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“ (1919-1921 წწ.)
  • ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებისათვის კასპიის ზღის  რეგიონის მნიშვნელობა
  • ევროინტეგრაციის პროცესები საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კონტექსტში
  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა
  • კვიპროსის საკითხი  თურქეთის-ევროკავშირის ურთოერთობებში.
  • საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაცია - დაბრკოლებები და შედეგები 2014-2021 წლებში
  • ვიზა-ლიბერალიზაცია და მისი შედეგები საქართველოსთვის
  • საქართველოს დამფუძნებელი კრების, როგორც საკანონმდებლო ორგანოს როლი ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების დაახლოება ევროპულ რეგულაციებთან
  • მწვანე შეთანხმება და საქართველო
  • მთიანი ყარაბაღის ომი: აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1988-1994 წლები
  • შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სომხეთის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის
  • ევროკავშირის ქვეყნების რელიგიური მდგომარეობა და საკანონმდებლო პოლიტიკა

 

სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს სადიპლომო ნაშრომები. გაიმართა ძალიან საინტერესო დისკუსია, რის შედეგადაც სტუდენტებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები.