24 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტური სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 9 მოხსენება:
- ჩაფიძე თაკო, ათაბეგაშვილი სოფიკო, გაბელია ნინო - მამის როლი ბავშვთა აღზრდაში: თაობათა დამოკიდებულება.
- ბებია გვანცა, მესხი მარიამ - ომი და ფსიქიკური ჯანმრთელობა .
- ბუთხუზი ნინო - სტრესთან გამკლავების სტრატეგიების კავშირი გადაწვასთან და პიროვნულ ტიპთან.
- ზუმბაძე ქეთევან - ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობის პროცესში.
- ოგანოვა ელენე - რელიგია და ბედნიერება.
- რობაქიძე ცისანა - შფოთვის დონე ქართველ სტუდენტებში.
- ჭარელი მარიამი - ვიქტიმიზაციის კავშირი მედგრობასთან და თვითშეფასებასთან.
- ხომერიკი ელენე - აღზრდის სტილის გავლენა პროკრასტინაციაზე.
- ციმინტია თამარ - ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის ჩამოყალიბება და ცხოვრებით კმაყოფილების ხარისხის ცვლილება ქვეცნობიერის რეპროგრამირების მიხედვით.
მოხსენებები აკადემიური ჟიურის წევრებმა შეაფასეს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი - მაია მაჭავარიანი-წერეთელი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი - სოციოლოგიის დოქტორი თამარ ჩარკვიანი, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი - სოსო დოლიძე.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები მოიპოვეს შემდეგმა მომხსენებლებმა:
I ადგილი: ჭარელი მარიამი - ვიქტიმიზაციის კავშირი მედგრობასთან და თვითშეფასებასთან.
II ადგილი:ხომერიკი ელენე - აღზრდის სტილის გავლენა პროკრასტინაციაზე.
ზუმბაძე ქეთევან - ფსიქოლოგიური ფაქტორების მნიშვნელობა სარძევე ჯირკვლის სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობის პროცესში.
III ადგილი:ოგანოვა ელენე - რელიგია და ბედნიერება.
კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებაში სკოლაში სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ ჩართვას სამეცნიერო საქმიანობაში.