პროგრამის სტრუქტურა

კლინიკური არტთერაპიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში – 60 ECTS კრედიტს, სემესტრში – 30 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს.

 

პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების ერთობლიობა წარმოადგენს არტთერაპევტის მსოფლმხედველობის და სისტემური აზროვნების ჩამოყალიბების გარანტიას. პროფესიული საგნების საფუძვლიანი სწავლება გარანტიაა მაღალი სტანდარტის სპეციალისტის მომზადებისთვის, ხოლო მონათესავე ჰუმანიტარული საგნების ერთობლიობა უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის და ფართო დიაპაზონის სპეციალისტების ჩამოყალიბებას.

 

პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია პროფესიული პრაქტიკა, რომელსაც სტუდენტები გაივლიან ფსიქოთერაპიის სახლ „კამარას“, „ლივინგ მუზეუმის“ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ბაზაზე.   

 

იხილეთ პროგრამა