პროგრამის მიმოხილვა

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა: მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი ინგლისურ ფილოლოგიაში

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადებას ინგლისურ ფილოლოგიაში.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემული საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტს გადასცეს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალისტისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რაც მოიცავს ინგლისური ენის მაღალ, პროფესიულ დონეზე შესწავლას (С1), ინგლისური ლიტერატურისა და კულტურის კომპლექსურ შესწავლას, თარგმანის საფუძვლებისა და დარგობრივი ენის თავისებურებების ცოდნას (კონცენტრაციის მოდულის არჩევის შემთხვევაში), ასევე, ტექსტის ინტერპრეტაციის, ლინგვისტური ანალიზისა და ლიტერატურული კრიტიკის უნარის განვითარებას.

 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ:

  • ორგანიზაციებში, სადაც მოითხოვება ინგლისური ენის სპეციალისტი, ტექსტის შედგენის, რედაქტურისა თუ თარგმანის (კონცენტრაციის მოდულის არჩევის შემთხვევაში) განხრით (მედიაკომპანიები, გამომცემლობები, ფინანსური თუ ტურისტული კომპანიები და ა. შ.);
  • საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში;
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში;
  • სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.