შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამით განსაზღვრული კვალიფიკაციის მისაღებად გათვალისწინებულია სტუდენტის მიერ 120 ECTS კრედიტის ათვისება. სამაგისტრო პროგრამის სწავლების სტანდარტული ვადაა ორი, ხოლო დასაშვები ხანგრძლივობა ხუთი წელი.
პროგრამა სტრუქტურულად დაყოფილია:
- სავალდებულო სასწავლო კურსები - 90 ECTS კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი)
- არჩევითი სასწავლო კურსები - 18 ECTS კრედიტი
- საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსი - 6 ECTS კრედიტი
- თავისუფალი კრედიტები - 6 ECTS კრედიტი