მისია

კავკასიის ტურიზმის სკოლის მისიაა მოამზადოს და განავითაროს გლობალურად კონკურენტული უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ისეთი კადრები, რომლებიც შეძლებენ უპასუხონ ტურიზმის ინდუსტრიის მოთხოვნებსა და გამოწვევებს ინოვაციური მიდგომებით, მდგრადობის შენარჩუნების და ადაპტაციის ძლიერი უნარით. სკოლის მიზანია სინერგიულად მოერგოს ინდუსტრიის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებს. ამავდროულად იგი მიზნად ისახავს, იყოს მოწინავე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსის გავრცელებაში, განვითარებასა და ხელშეწყობაში კავკასიის რეგიონის მასშტაბით.