11 სექტემბერს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა ტურიზმის სკოლის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა წარმოადგინეს ნაშრომები ტურიზმის სფეროდან შემდეგ თემებზე:
- HORECA - სფეროდან ბრენდის შექმნა ადგილობრივ ბაზარზე;
- თურქეთში მდებარე ისტორიული ქართული მხარეების ტურისტული პოტენციალი;
- ტურისტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება და ტურიზმის სახელმწიფო რეგულირების საერთაშორისო გამოცდილება;
- სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ტენდენციები საქართველოში;
- საქართველოს სამკურნალო და საკურორტო რესურსები;
- საქართველოს როგორც ტურისტული დესტინაციის პოტენციალისა და მისი განვითარების შესაძლებლობების ანალიზი იტალიელ მომხმარებლებზე;
- პატარა სასტუმროების მართვა;
- საჰაერო ტრანსპორტის როლი ტურიზმის განვითარების საქმეში.
საბაკალავრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კავკასიის ტურიზმის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები. კომისიას ხელმძღვანელობდა სკოლის დეკანი ნინო კალანდაძე.