7 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტებს ჩაუტარდათ გასვლითი, შემეცნებითი ლექცია თბილისის შემოგარენში. სტუდენტებმა მოინახულეს ჭილის ტბა.
ლექცია შედგა კურსის „საწარმოო პრაქტიკა ტურიზმში“ ფარგლებში, რომელსაც უძღვებოდა კავკასიის ტურიზმის სკოლის მოწვეული ლექტორი თეონა თაბორიძე. ტური სტუდენეტების მიერ იყო ორგანიზებული. სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოიყენეს ყველა ის თეორიული ცოდნა, რაც ტურის დაგეგმვა-ორგანიზებისთვის არის საჭირო.
„საწარმოო პრაქტიკა ტურიზმში“ სტუდენებს სემესტრის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საინტერესო გასვლით, შემეცნებით ლექციას სთავაზობს.