სიახლეები

21
დეკ
შეხვედრა USAID-ის და AMCHAM-ის წარმომადგენლებთან

20 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის და  კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით,  უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  გაიმართა შეხვედრა ,,სასტუმროს 5 თვიანი ანაზღაურებადი ტრენინგის'  შესახებ,  USAID-ის და AMCHAM-ის წარმომადგენლებთან.

10
დეკ
საჯარო ლექცია - სახელმწიფოს როლი ტურიზმში

ტურიზმის სკოლაში გრძელდება საჯარო ლექციების სერია, 10 დეკემბერს, მორიგი ლექცია გაიმართა ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის, ლექციის თემა იყო -  სახელმწიფოს როლი ტურიზმში.

09
დეკ
მასტერკლასი სასტუმრო “Holiday Inn Express”-ში

9 დეკემბერს, სასტუმრო “Holiday Inn Express”-ში  ტურიზმის სკოლის ახალი ერთობლივი პროგრამის მასპინძლობის მენეჯმენტის ფარგლებში, რომელიც ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება, ჩატარდა მასტერკლასი კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის.

05
დეკ
ტურიზმის სკოლის სტუდენტების ვიზიტი ღვინის მუზეუმში

4 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის პროგრამის სტუდენტებისთვის გასვლითი ტური მოეწყო ღვინის მუზეუმში, რომელიც განხორციელდა ტურიზმის სკოლის სასწავლო კურსის „ღვინის ტურიზმის“ ფარგლებში.

16
ნოე
საჯარო ლექცია - ქართული ღვინის და მისი მნიშვნელობის შესახებ

16 ნოემბერს, კავკასის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის სასწავლო კურსის „ღვინის ტურიზმის“ ფარგლებში, სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის ტრენერმა ნატალია ანდრონიკაშვილმა საჯარო ლექცია ჩაატარა- ქართული ღვინისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

10
ნოე
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას TedQual-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაუხანგრძლივდა

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual-ის სერტიფიცირების პროცესი 2020 წელს წარმატებით გაიარა, წელს კი აკრედიტაციის ვადა 3 წლით გაიხანგრძლივა.

05
ნოე
გასვლითი ტური მთაწმინდის პანთეონში

4 ნოემბერს,  კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტებისთვის მოეწყო გასვლითი ტური მთაწმინდის პანთეონში.

27
ოქტ
ტურიზმის სკოლის სტუდენტები "პურის ფესტივალზე" - ახალციხეში

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, ახალციხეში-რიგით მეოთხე "პურის ფესტივალზე" იმყოფებოდნენ.

 

15
ოქტ
საინფორმაციო ტური სასტუმრო "IBIS BUDGET TBILISI CENTER" - ში

13 ოქტომბერს, ტურიზმის სკოლის ორგანიზებით, პირველკურსელებისთვის მორიგი გასვლითი ტური მოეწყო. ამჯერად, სტუდენტები ეწვივნენ სასტუმრო „IBIS BUDGET TBILISI CENTER"- ს, სადაც გაეცნენ სასტუმროს საქმიანობის  სფეციფიკას, დეპარატამენტებს და იმ ძირითად კომპონენტებს, რომელიც სასტუმროს ოპერირებისთვის არის მნიშვნელოვანი.

10
ოქტ
ტურიზმის სკოლის სტუდენტების ვიზიტი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში

8 ოქტომბერს, ტურიზმის პროგრამის პირველკურსელებისთვის, გასვლითი ტური მოეწყო ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში.