ისტორია

ისტორია

 

ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი თავდაპირველად დააარსა პროფესორმა რობერტ გუდვინ III- მა, 2011 წლის 18 აგვისტოს, ნიუ-ვესტმინსტერში, ბრიტანეთის კოლუმბიაში, კანადის და ბრიტანეთის კოლუმბიის კანონების შესაბამისად, (მათ შორია ბრიტანეთის კოლუმბიის ბიზნეს კორპორაციების აქტები და ნიუ ვესტმინსტერის კანონები ლიცენზირების შესახებ).

 

კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯის პრეზიდენტებმა და დამფუძნებლებმა ერთად მიიღეს გადაწყვეტილება დაეფუძნებინათ კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ–ვესტმინსტერის კოლეჯი, უმაღლესი განათლების სპეციალისტებთან და თითოეული ინსტიტუტის თანამშრომლებთან და პროფესორებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციის გავლის შემდეგ. 2017 წლის 1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი ოფიციალურად დაარსდა, როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მეათე სკოლა. იგი არის აკრედიტირებული და უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დააჯილდოოს სტუდენტი ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის ხარისხით.                                                                      

 

                                                                

 

 

ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის გრაფიკული გამოსახულების მნიშვნელოვანი სიმბოლიზმი ასახავს ჩვენს აკადემიური უპირატესობისადმი უპირობო ერთგულებას გარემოში, რომელიც აძლიერებს ხასიათს და ამავდროულად უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის განათლებას სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით. დევიზი Veritas et Libertas (ჭეშმარიტება და თავისუფლება) გულისხმობს გულწრფელი დისკურსის აზრის თავისუფლებასთან ნმნიშვნელოვან ბალანსს და ურთიერთმხარდამჭერ ხასიათს, რომელიც ცოდნის ძიებაში გამოწვევას წარმოადგენს  ყოველი სტუდენტისთვის.

 

ფარი გაყოფილია ორ ველად (შინდისფერი და შავი), რომლებიც წარმოადგენენ წარმატების მიღწევის ნიშნად გაერთიანებულ მოთმინებისა და ერთგულების თვისებებს. იგი გარშემორტყმულია ოქროსფერი, შინდისგერი და მწვანე ორნამენტით, რომელიც სიმბოლურად  გულისხმობს შეუპოვრობაზე, თანაგრძნობაზე და იმედზე დაფუძვნებულ უსაფრთხოებას. ფარზე გამოსახულია მძვინვარე ძველი ინგლისური ლომი, რომელიც გამოხატავს სიძლიერეს და სისასტიკეს, მაგრამ მისი ვერცხლისფერი კლანჭები და  ენა  შეგვახსენებს, რომ მამაცის იარაღი და სიტყვები ხშირად მშვიდობისა  და თანამშრომლობს მომასწავლებელია. გვირგვინი განლაგებულია ზემოდან  ნიუ-ვესტმინსტერის, როგორც ბრიტანული კოლუმბიის (კანადა) პირველი ქალაქის, ისტორიის პატივისცემის ნიშნად.

 

 

მისია

 

კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი უნდა ინარჩუნებდეს უმაღლესი განათლების გლობალური დონის ხარისხს აკადემიური უპირატესობის,  პროფესიონალური განვითარებისა და ეთიკური ლიდერობის დანერგვის გზით.

 

 

მისიის კონცეფცია

 

კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯი აფართოვებს ადამიანის ცოდნის საზღვრებს 21–ე საუკუნის რთული გამოწვევების გადასაჭრელად, უნარიანი და ეთიკური ლიდერების მომზადებით; ახალი  ცოდნის და ინტელექტუალური ერუდიციის აღმოჩენით; პიროვნების სრული მონაწილეობით და პიროვნების განვითარებით მათი ინტერესების, პოტენციალისა და შესაძლებლობების შესწავლით.

 

 WEBLINKS

http://cu.edu.ge/en/news-page/cu-new-westminster-college-established

http://cu.edu.ge/ka/news-page/cu-new-westminster-college-established

http://newwestminstercollege.ca