მუშაობა წარიმართა სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის, საჯარო სამართლის, სამართლის თეორიის, რომის სამართლის საფუძვლებისა და ქართული სამართლის ისტორიის სექციებში. მთლიანობაში კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 16 სხვადასხვა ნაშრომი.
დაკსვნით ტურში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს:
- ბოლქვაძე მარიამი და ჯიშიაშვილი გვანცა - შვილად აყვანასთან დაკავშირებული პრობლემების სამართლებრივი ანალიზი. ხელმძღვანელი: ეკატერინე ცისკარიძე.
- კაკუშაძე გიორგი - ზიანის ანაზღაურება ცილისწამებისთვის საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ხელმძღვანელი: სერგი ჯორბენაძე.
- კუსრაძე სოფიო - ქრისტიანობის გავლენა რომის სამართალზე, უპირატესად რომის მემკვიდრეობითი სამართლის კონტექსტში. ხელმძღვანელი: დიმიტრი გეგენავა.
- კვირიკაშვილი გიორგი - აღდგენითი მართლმსაჯულება, როგორც ტრადიციული მართლმსაჯულების ალტერნატივა არასრულწლოვანთათვის. ხელმძღვანელი: უჩა ბახტაძე.
- ცისკარაშვილი მარიამი - წამება და მისი გამიჯვნის უფლება არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისაგან. ხელმძღვანელი: მაია მხატვრიშვილი.
- ნადირაძე ანა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ხელმძღვანელი: გიორგი ასათიანი.
- მარიამ შარაძე და ბესიკ სხირტლაძე - სამართლიანობა. ხელმძღვანელი: გიორგი ლორია.
- გოგაშვილი ნიკა და კოჭლამაზაშვილი მერაბი - საკანონმდებლო პროცესი საქართველოში კონტინენტური და ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემების ჭრილში (შედარებითი კვლევა გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისისა და ა.შ.შ.-ს მაგალითზე). ხელმძღვანელი: არჩილ ბორჯაძე.
- ჭიაბრიშვილი ნოდარ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებული პრობლემატიკა ქართულ კანონმდებლობაში. ხელმძღვანელი: ალექსანდრე ტვილდიანი.