სიახლეები

27
ივნ
CSL - თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა

27 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტის მაია მხატვრიშვილის მეორე თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა

19
მაი
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სტუმრად CSL-ში

19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები. სტუმრები შეხვდნენ CSL - ის სტუდენტებს და ესაუბრნენ სტაჟირების შესახებ, რომელსაც საქართველოს პროკურატურა 2017 წლის 15 მაისიდან 2017 წლის 28 მაისის ჩათვლით აცხადებს. წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სტაჟირების კონკურსის პირობები და უპასუხეს მათ კითხვებს.

20
მაი
CSL - ის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია

20 მაისს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე - 12 სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, სადაც მოხსენებები, ტრადიციულად, სამართლის სხვადასხვა მიმართულებით გაკეთდა. კომისიის წევრებმა გამომსვლელთა შორის, გამოავლინეს საუკეთესო სამი ადგილის მფლობელი, რომელიც შემდგომში მონაწილეობას მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში.

06
მაი
საჯარო ლექცია - ,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და თანამედროვე გამოწვევები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში.’’

6 მაისს, კავკასიის  უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენელის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამალაშვილი.

28
მარ
JTI-ის წარმომადგენელი სტუმრად CSL-ში

28 მარტს, კავკასიის სამართლის სკოლას სტუმრად ეწვია, JTI Caucasus-ის (Japan Tobacco International) კავკასიის რეგიონში იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ჯინჭარაძე. 

25
მარ
ფორუმი თემაზე "რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი"

25-26 მარტს აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით  ჩაქვში, სასტუმრო "OASIS"-ში გაიმართა ფორუმი თემაზე "რეგიონის განვითარება და ახალგაზრდობის როლი", რომლის მონაწილეებიც უმაღლესი სასწავლებლებიდან გასაუბრების გზით შეირჩნენ. აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებიც: ნინო ბერიძე, ეთერ ჩხარტიშვილი, მეგი სამსონაძე და ჯონი გაგაძე.

14
მარ
CSL-ის სტუდენტები სტუმრად შსს-ს აკადემიაში

14 მარტს, CSLU-ს ორგანიზებით კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტები იმყოფებოდნენ შსს-ს აკადემიაში.

08
ივლ
CSL - თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა

7 ივლისს, კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტის თამარ გეგელიას თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა გაიმართა

29
ნოე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის თავჯდომარის ვიზიტი

29 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალის სტუდენტებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტების ინფორმირება აღნიშნული ორგანიზაციისა და იმ პროექტების შესახებ, რომელში მონაწილეობის შესაძლებლობაც ეძლევათ სამართლის სკოლის სტუდენტებს.

01
ნოე
წიგნის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია

1 ნოემბერს, გაიმართა წიგნის „სანოტარო სამართლის“ პრეზენტაცია.