კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ პროცესზე

14 მაისი 2021

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესის (Philip Jessup moot) გლობალურ რაუნდზე წარმატებით იასპარეზა.

 

წერილობითი პოზიციების ეტაპზე კავკასიის გუნდმა რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და გახდა ერთადერთი უნივერსიტეტი საქართველოდან, რომელიც მოხვდა მონაწილე გუნდების მოწინავე ჯგუფში, „ტოპ 30 პროცენტში“.

 

ზეპირი შეჯიბრის ეტაპზე დაგროვებული ქულებით კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი მოხვდა „ტოპ 250 გუნდში“. გუნდის წევრმა რუსუდან შაშიკაძემ კი ინდივიდუალურ რეიტიგში „ტოპ 30 პროცენტში“ დაიკავა ადგილი.

 

კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი შედგებოდა მაგისტრატურის სტუდენტებისგან:  რუსუდან შაშიკაძე, ანა დუმბაძე, მარიამ ფილიშვილი. გუნდს ხელმძღვანელობდა კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი საერთაშორისო და ადგილობრივ შეჯიბრებებში თინათინ ობოლაძე.

 

ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნის 600-მდე სამართლის ფაკულტეტი, მათ შორის 4 უნივერსიტეტი საქართველოდან. ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო საერთაშორისო სამართლის სფეროში ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული შეჯიბრია. ის ასევე გაერთიანებული ერების მართლმსაჯულების სასამართლოს (International Court of Justice) სიმულაციური შეჯიბრია.