15 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა’’-ში, გაიმართა შეხვედრა ლიეტუველ მწერლებთან.
მოწვეული მწერლები იყვნენ: ბირუტე იონუშკაიტე - პროზაიკოსი, მთარგმნელი, პოეტი, ესეისტი, ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; ლაურა-სინტია ჩერნიაუსკაიტე - პროზაიკოსი, პოეტი, ლიეტუვის მწერალთა კავშირის წევრი; კაზიმერა კაზიევაიტე - პროზაიკოსი, საბავშვო ავტორი; დანუტე კალინაუსკაიტე - პროზაიკოსი; ლინა სიმუტიტე - პროზაიკოსი, სცენარისტი, ლიტ. სპექტაკლების რეჟისორი და მთარგმნელი ნანა დევიძე წარადგენენ თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზის ანთოლოგიას. შეხვედრას წარუძღვნენ კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი ლევან კაკლიანი და პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.
ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია.
შეხვედრის ბოლოს, მწერლებს კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცათ ბრენდირებული საჩუქრები და ჩაუტარდათ კამპუს ტური.