8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას "ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის და სოციოლოგიის აქტუალური საკითხები".
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანი: კონფერენციის მიზანია თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალური საკითხების მეცნიერული ანალიზი, სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის თემატიკა: სტუდენტი უფლებამოსილია საკონფერენციო აბსტრაქტი ან ნაშრომი წარმოადგინოს ჯანდაცვის პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციოლოგიის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე.
წარმოდგენილი ნაშრომის მთავარ ღირსებად მიიჩნევა საკითხის სიახლე, აქტუალურობა, პრობლემის დასმა, ლოგიკურობა, არგუმენტირებული დასკვნები, პრობლემის გადაწყვეტის გზები.
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალი და ის არ უნდა იყოს მანამდე გამოქვეყნებული რომელიმე ფორმით (იგულისხმება გამოქვეყნების ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნება). უკვე გამოქვეყნებული ნაშრომი არ მიიღება.
განაცხადის ფორმა:
- მომხსენებლის გვარი, სახელი
- უნივერსიტეტის, სკოლის/ფაკულტეტის დასახელება,
- ელექტრონული ფოსტის მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი,
- მოხსენების სათაური,
- მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი,
- აბსტრაქტის ტექსტი (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
- საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს წარმოდგენილ მოხსენებებს, კომისის გადაწყვეტილება ავტორებისთვის ცნობილი იქნება საინფორმაციო წერილით.
ტექნიკური მოთხოვნები და ციტირების წესი:
ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა), გამოიგზავნოს ელექტრონულად შესაბამის ელექტრონულ მისამართზე.
წარმოდგენილი ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება უნდა იყოს ერთი ერთეული (Single), აბზაცი გამოიყოს ერთი Enter-ით (და არა Tab-ით), მარცხენა და მარჯვენა მხარეს უნდა იყოს 2,5-2,5 სმ სიგანის მინდორი, თითოეული გვერდი უნდა დაინომროს გვერდის ბოლოს, მარჯვენა მხარეს.
ნაშრომში ამა თუ იმ სახელწოდების აბრევიატურის/შემოკლების/საკვანძო სიტყვის არსებობისას მისი გამოყენების პირველ შემთხვევაში ის უნდა იყოს სრული სახით მითითებული და ფრჩხილებში უნდა მიეთითოს მისი შემოკლება, რაც შემდეგში გამოყენებულ იქნება ტექსტში.
საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და მისამართი: კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა საორგანიზაციო კომიტეტის სახელზე უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტები (არაუმეტეს 500 სიტყვისა) მიმდინარე წლის არაუგვიანეს 29 მაისის 24 საათამდე შემდეგ ელქტრონულ მისამართზე: tchuradze@cu.edu.ge; mjinchveleishvili@cu.edu.ge
კონფერენციაზე ნაშრომის დაშვების წინაპირობა: სამეცნიერო კონფერენციაზე დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელიც აკმაყოფილებს კონფერენციის თემატიკისათვის გათვალისწინებულ კრიტერიუმებს და ტექნიკურ მოთხოვნებს.
კონსულტაციის მიღების უფლება: დაინტერესებული სტუდენტი კონსულტაციის მისაღებად უფლებამოსილია კითხვები გამოგზავნოს მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
კონფერენციაზე დაშვების შესახებ შეტყობინების მიღება: კონფერენციაზე დაშვების შესახებ კონკრეტული ნაშრომის ავტორები შეტყობინებას მიიღებენ ელექტრონულ ფოსტაზე მიმდინარე წლის არა უგვიანეს 5 ივნისისა.
კონფერენციაზე პრეზენტაციის წარმოდგენა და ხანგრძლივობა: კონფერენციის მონაწილემ ჟიურისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე უნდა წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით (შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა უზრუნველყოფილი იქნება).
საკონფერენციო ნაშრომისა და ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:
1) თემის აქტუალობის, სიახლის წარმოჩენა და მიღებული შედეგების დასაბუთება;
2) თავისუფალი აზროვნება და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთების უნარი;
3) პრეზენტაციისა და დისკუსიის წარმართვის უნარი;
4) ნაშრომის აკადემიური და ტექნიკური შეფასება (მათ შორის, დაცულია, თუ არა ნაშრომის სტრუქტურა და ციტირება).
სერტიფიკატის გადაცემა: სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებლები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით.
ნაშრომების პუბლიკაცია: კონფერენციაზე წარმოდგენილ მოხსენებათა აბსტრაქტები გამოქვეყნდება საერთაშორისო, რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ ვებგვერდზე და გამოიცემა სპეციალური ნომრის, „საკონფერენციო შრომათა კრებულის“ სახით. ხოლო სრული ნაშრომი გამოიცემა საერთაშორისო, რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მიმდინარე ნომერში.
ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ მისამართია: https://heconomic.wordpress.com/
კონფერენციის ჩატარების თარიღი: სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 8 ივნისს.
საკონტაქტო პირი:
თამარ ჭურაძე
მარიამ ჯინჭველეიშვილი
ელ. ფოსტა : tchuradze@cu.edu.ge; mjinchveleishvili@cu.edu.ge