კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორ თენგიზ ვერულავას კვლევა "Factors that influence tobacco use in Georgian youth" გამოქვეყნდა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში "Malta Medical Journal".
ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-ის (Elsevier) საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
ნაშრომის ავტორები არიან მედიცინის დოქტორი, პროფესორი თენგიზ ვერულავა, სოციოლოგიის მაგისტრი დავით ნემსაძე, მედიცინის დოქტორი რევაზ ჯორბენაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი ბექა დანგაძე.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა თვისებათა და ფაქტორთა გამოვლენა, რაც ხელს უწყობს თამბაქოს მოხმარების დაწყებას თინეიჯერობის ასაკში. კვლევის შედეგები ადასტურებენ, რომ რესპონდენტების უმრავლესობა თამბაქოს მოხმარებას იწყებს არასრულწლოვან ასაკში. თამბაქოს მოხმარების დაწყებაში გადამწყვეტ როლს სოციუმი თამაშობს. იმის მიუხედავდ, რომ ახალგაზრდების ორგანიზმი უარყოფითად რეაგირებდა თამბაქოს მოხმარებაზე, ისინი ამ ქცევას მაინც აგრძელებდნენ. ახალგაზრდები საკუთარი პიროვნული მომწიფების სადემონსტრაციოდ მოიხმარენ თამბაქოს, ამგვარი ქცევა სხვაზე ორიენტირებულია და ახდენს იმის აფიშირებას, რომ ისინი საზოგადოების სრულფასოვანი და ზრდასრული წევრები არიან. ეს ქმედება ემსახურება სხვათა მიმართ მათი ქცევითი, ნებითი თუ ვიზუალური მხარის დადებითი რეპუტაციის შექმნის მიზანს.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მიზანშეწონილია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვის ღონისძიებების ხელშეწყობა. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოში „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ამოქმედება, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კერძოდ, სასწავლო და სხვა სახის დაწესებულებებში თამბაქოს მოხმარებას და რეკლამირებას, ასევე სკოლებთან ახლოს თამბაქოს ნაწარმის გაიყიდვას.
სტატია იხილეთ ბმულზე.