საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Malta Medical Journal”გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგები “Knowledge and Practices of Nurses on Prevention of Nosocomial Infection in Emergency Care Hospitals”.
ნაშრომის ავტორია: კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა.
სტატიის ლინკი.
ჟურნალი „Malta Medical Journal“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.
რეზიუმე:
განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ნოზოკომიური ინფექციები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მისი გამომწვევი მთავარი მიზეზია ჯანდაცვის მუშაკებს შორის ინფექციის კონტროლის პრაქტიკის შესახებ ცოდნის ნაკლებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ექთნები უნიკალურ როლს ასრულებენ ჰოსპიტალური ინფექციების კონტროლის პროცესებში, კვლევის მიზანია ექთნების ცოდნისა და პრაქტიკის შეფასება ნოზოკომიური ინფექციებთან დაკავშირებით. კვლევამ აჩვენა, რომ ექთნების უმეტესობას ჰქონდა საკმარისი ცოდნა ნოზოკომიური ინფექციების შესახებ, მაგრამ მათი პრაქტიკა ინფექციის გავრცელების შესამცირებლად არ იყო დამაკმაყოფილებელ დონეზე. დადასტურდა მნიშვნელოვანი კორელაცია ცოდნასა და პრაქტიკას შორის, რომელიც მოიცავს ნოზოკომიური ინფექციების ტრენინგ კურსებსა და პრაქტიკას პროფესიული გამოცდილების მისაღებად. თუმცა, ექთნები ნაკლებად ითვალისწინებენ რეკომენდაციებს ნოზოკომიური ინფექციების შემცირების შესახებ. ჯანდაცვის მუშაკებისთვის აუცილებელია ნოზოკომიური ინფექციების მართვისა და პრევენციის ადექვატური განათლება რეგულარული საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარებით.