დეკანის მიმართვა

ჩვენი მთავარი ამოცანა, რასაც სტუდენტებს ვპირდებით არის „შევაყვაროთ მათ მიერ შერჩეული პროფესია“. ეს კი შეუძლებელია იმ პროფესიონალი და პრაქტიკოსი ლექტორების გარეშე, რომლებიც ენთუზიაზმით სავსე გადასცემენ თავის ცოდნას სტუდენტებს.  

 

თუ შენი პროფესიით ხარ დასაქმებული და აკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს შეუძლებელია დაიღალო და მოგბეზრდეს. საყვარელი საქმის კეთება კი რა თქმა უნდა წარმატების საწინდარია.  

 

არქიტექტურის და დიზაინის სკოლის პროგრამები მოიცავს ისეთ პროფესიებს, რომლებიც, როგორც შემოქმედებით ასევე პრაქტიკულ აზროვნებას მოითხოვენ. სწორედ ამიტომ  მრავალმხრივ ცოდნაზე დაფუძნებული სწავლება, პრაქტიკული და თეორიული საგნების ერთობლიობა ქმნის იმ მნიშვნელოვან ცოდნას, რაც  სტუდენტის პიროვნული განვითარებისთვის და პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი.  

 

მართალია, ტექნოლოგიური განვითარება დღევანდელ დღეს უმთავრეს როლს თამაშობს პროფესიულ კარიერაში, რისთვისაც ჩვენი პროგრამები სრულად ადაპტირებულია, თუმცა ამისდა მიუხედავად ვითვალისწინებთ შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის საჭირო სახელოვნებო საგნების მნიშვნელობასაც. ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი არამარტო კარგად დაგეგმილი საგნების ერთობლიობაა არამედ სტუდენტების  შეხედულებების გათვალისწინება, რაც საბოლოო ჯამში დაბალანსებულ და ჯანსაღ გარემოს ქმნის.  

 

გვჯერა, რომ სწორ ღირებულებებზე გაზრდილი თაობა იქნება სწორედ ის თაობა, რომელიც შეძლებს ჩვენი ქვეყნის მომავლის შეცვლას უკეთესობისკენ.

 

არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანი

მარიამ მენაბდე