დეკანის მიმართვა

გამარჯობა,

 

ამ გვერდს შემთხვევით არავინ კითხულობს. როგორც ჩანს, ხართ აბიტურიენტი, ბაკალავრი, მაგისტრი, მშობელი, კურსდამთავრებული, დამსაქმებელი ან პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი. და რადგან ჩემი მიმართვით დაინტერესდით, თავს უფლებას ვაძლევ ვიფიქრო, რომ გსურთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია კავკასიის ბიზნესის სკოლისა და უშუალოდ დეკანის ხედვის შესახებ.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) 25 წელია არსებობს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში და გთავაზობთ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომელიც სრულად არის მორგებული როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბიზნეს ინდუსტრიაში არსებულ საჭიროებებზე.

 

ეს სკოლა არაერთი გამოწვევის წინაშე იდგა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის მომავალი ძალიან ბუნდოვანი იყო. თუმცა პროგრამების მუდმივი განახლებისა და გაუმჯობესების, ადგილობრივ ბაზარზე სანდო რეპუტაციის შექმნითა და საერთაშორისო აღიარებების შედეგად, CSB-მ მიაღწია ამ შედეგს: დღეს ჩვენი სკოლა ასოცირებულია ხარისხიან განათლებასთან, სანდო პარტნიორობასთან და მაღალკვალიფიციურ კადრებთან.

 

მიუხედავად ყველა ამ მიღწევისა, 25 წლის მანძილზე კავკასიის ბიზნესის სკოლის ყველაზე ღირებული მონაპოვარი CSB-ის კურსდამთავრებულების საზოგადოებაა. წარმატებული კურსდამთვრებულები ქმნიან ჩვენს ძლიერ ბრენდს, ისინი წარმოადგენენ ბიზნესის სექტორში მოწინავე პოზიციებს და შესაბამისად, მუდმივად ცდილობენ კადრები სწორედ ბიზნესის სკოლის სტუდენტებით თუ კურსდამთავრებულებით დააკომპლექტონ.

 

ძირითადი ფასეულობები, რომელსაც ეფუძნება ბიზნესის სკოლის წარმატება არის  ნოვატორული სულისკვეთება, მრავალფეროვნება, აკადემიური თავისუფლება, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოებასთან სიახლოვე და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვა.

 

გახსოვდეთ: „ განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ მსოფლიოს შესაცვლელად გამოიყენოთ“.  

 

ცვლილებების დროა და თქვენ გაქვთ შანსი ამ ცვლილების მთავარი ინიციატორი და მონაწილე იყოთ!

 

ელენე ჯღარკავა, დოქტორი

კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი