მიმდინარე წლის 16-18 მაისს, CSB-ის აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო პროექტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ფინანსების მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ვაშინგტონის უნივერსიტეტის რომის ცენტრში (Washington University Rome Center).
მისი სამეცნიერო კვლევა ეხებოდა თანამშრომელთა გარემოსდაცვითი მდგრადობის განწყობების კვლევას საქართველოში არსებული ფინანსური კომპანიების კონტექსტში. თამარი კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის მიერ გამორჩეულ სპიკერებს შორის დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ფინანსების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ერთ-ერთი მასშტაბური სამეცნიერო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს მსოფლიოს არაერთ მკვლევარს.