CSB-ის 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები და ახალი, მარკეტინგის სადოქტორო პროგრამა, უპირობოდ აკრედიტებულია.
3 წლიანი საბაკალავრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირება ქართულენოვანი (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი)
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი (ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი)
- ჯანდაცვის მენეჯმენტი
ერთობლივი 3 წლიანი პროგრამა
CSB-ისა და რენის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა აკრედიტებულია.
პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს: მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი; ისწავლონ საზღვარგარეთ; დასაქმდნენ საერთაშორისო ბაზარზე.
ახალი სადოქტორო პროგრამა
ახალმა სადოქტორო პროგრამამ - ინგლისურენოვანი მარკეტინგი - უპირობო აკრედიტაცია მიიღო კლასტერის ვადით.
აღსანიშნავია, რომ სადოქტორო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ აქვს.