CSB Alumni Talks- ლევან გიორგაძის საჯარო ლექცია

22 მარტი 2019

22 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორის, ლევან გიორგაძის საჯარო ლექცია გაიმართა.

 

ლევან გიორგაძე კავკასიის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულია.

 

სპიკერმა სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა და ბიზნესის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

შეხვედრის დასასრულს ლევან გიორგაძემ სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

 

ღონისძიება კავკასიის ბიზნესის სკოლის პროექტის, CSB Alumni Talks-ის ფარგლებში ჩატარდა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და ბიზნესის სკოლის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულებს უმასპინძლებს.