Grenoble-ის და CSB-ის ერთობლივი MBA პროგრამის პრეზენტაცია

30 მარტი 2022

 

29 მარტს, Grenoble-ის და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი MBA პროგრამის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაცია ჩაატარა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა - ელენე ჯღარკავამ.

 

მონაწილეები გაეცნენ ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის  დეტალებს, ასევე მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც 17 წელია ხორციელდება და გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა იძლევა საერთაშორისო დონის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას.

 

Grenoble-ის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორიცაა: AMBA, AACSB და EQUIS. ასევე, ხვდება ისეთ რეიტინგებში და იკავებს მოწინავე ადგილს, როგორიცაა Financial Times-ის რეიტინგი მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის. 

 

პროგრამაზე მიღება დაწყებულია და გრძელდება 16 სექტემბრამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://bit.ly/3lGeNyE