CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-13 მიღების სტუდენტების ვიზიტი პარიზისა და გრენობლის კამპუსებში

5 მარტი 2022

CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-13 მიღების სტუდენტები სპეციალიზაციის მოდულების გასავლელად გრენობლისა და პარიზის კამპუსებში იმყოფებოდნენ.

 

მოდულების დაწყებამდე სტუდენტებმა "Networking week"-ში მიიღეს მონაწილეობა. აღნიშნული კვირეული გულისხმობს გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და სხვა კამპუსების სტუდენტებისთვის ორგანიზებულ შეხვედრებს, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს  დაამყარონ საქმიანი კავშირები, შეხვდნენ გრენობლის პროფესორებს, გაეცნონ და მიიღონ მათი კარიერისთვის საჭირო ინფორმაცია საფრანგეთის წამყვანი კომპანიებისა და დამსაქმებლებისგან.

 

აღსანიშნავია, რომ გრენობლის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს საერთაშორისო დონის ისეთი სამმაგი აკრედიტაციები, როგორებიცაა: AACSB, AMBA და EQUIS. 2021 წლის მონაცემებით, გრენობლის პროგრამა საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით მეთორმეტე ადგილს იკავებს Financial Times-ის რეიტინგებში.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის ერთობლივი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამაზე მორიგი ნაკადის მიღება დაწყებულია. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 16 სექტემბერი.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.