Grenoble-ის და CSB-ის ერთობლივი MBA პროგრამის მე-12 მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

9 აპრილი 2022

9 აპრილს, საფრანგეთში, გრენობლში, კავკასიის ბიზნესის სკოლის და გრენობლის ერთობლივი MBA პროგრამის მე-12 მიღების კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალია გაიმართა.

 

ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა არის გრენობლის მენეჯმენტის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ერთობლივი პროგრამა, რომელიც 17 წელია ხორციელდება და გასცემს ორი უნივერსიტეტის დიპლომს. პროგრამა იძლევა საერთაშორისო დონის თეორიულ და პრაქტიკულ განათლებას.

 

Grenoble-ის მენეჯმენტის სკოლას მიღებული აქვს ისეთი საერთაშორისო დონის სამმაგი აკრედიტაცია, როგორიცაა: AMBA, AACSB და EQUIS. ასევე, ხვდება ისეთ რეიტინგებში და იკავებს მოწინავე ადგილს, როგორიცაა Financial Times-ის რეიტინგი მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის.

 

პროგრამაზე მიღება დაწყებულია და გრძელდება 16 სექტემბრამდე, დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული.