ჯანდაცვის მენეჯმენტის სტუდენტებმა წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომები

17 ივლისი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა 2025 წლის 14 და 15 ივლისს, წარმატებით დაიცვეს სამაგისტრო ნაშრომები.

 

სტუდენტთა კვლევები ფოკუსირებული იყო ჯანდაცვის სექტორის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე – დაწყებული პირველადი ჯანდაცვის გამოწვევებიდან, დამთავრებული ციფრული ტრანსფორმაციითა და სტრატეგიული მენეჯმენტით.

 

დაცვები გაიმართა აკადემიური ხელმძღვანელების: პროფესორების თენგიზ ვერულავას, ნატა ყაზახაშვილისა და  სოფიო ხაჟომიას ხელმძღვანელობით.

 

სტუდენტებმა შემდეგი თემები წარმოადგინეს:

 

  • ნინო ექიზაშვილი – პირველადი ჯანდაცვის სისტემაში უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითარების გამოწვევები საქართველოში
  • მაკა გველესიანი – ჯანდაცვის სერვისების დაფინანსება: კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის სქემების ხარისხობრივი შეფასება
  • ქეთი მამნიაშვილი – ინსულტის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში: საჭიროება და ხელმისაწვდომობა
  • მარიამ ონაშვილი – პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში პაციენტის ხელახალი ვიზიტის განზრახვაზე მოქმედი ფაქტორები
  • ქეთი ქავთარაძე – ჯანდაცვის სექტორში კრიზისული მენეჯმენტი: პანდემიებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გამოცდილება
  • ანა ჩხეიძე – ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიები ჯანდაცვაში: საავადმყოფოების ეფექტიანი ადმინისტრირების გამოწვევები და შესაძლებლობები
  • ანა ისააკოვა – საქართველოს ჯანდაცვის სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის შემაფერხებელი ფაქტორები
  • ანა ტაკიძე – ჯანდაცვის სტუდენტების აღქმა, დამოკიდებულება და ბარიერები ChatGPT-სთან დაკავშირებით
  • ზურაბ ქოჩერაშვილი – საავადმყოფოების მენეჯმენტის თანამედროვე მოდელები: ინოვაციური მიდგომები და მათი გავლენა ჯანდაცვის სერვისების ხარისხზე
  • თამთა ლატარია – ციფრული ტრანსფორმაცია ჯანდაცვაში: ჯანდაცვის პროფესიონალების დამოკიდებულება საავადმყოფოს საინფორმაციო სისტემების (HIS) გამოყენებისადმი
  • ნუცა პავლიაშვილი – სამედიცინო ტურიზმი და კურორტოლოგია: სამედიცინო ტურიზმის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში
  • ოთო ლაგაზაური – ონკოლოგიური დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამების შესაძლებლობები და მოსახლეობის ინფორმირებულობა

 

წარმოდგენილი ნაშრომები წარმოადგენდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ანალიზს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებას.